მადონა

მადონა ჯუღელი

გინეკოლოგი

რა ასაკია საუკეთესო ქალისთვის სქესობრივი ცხოვრების დასაწყებად და შვილის გასაჩენად – მადონა ჯუღელის რეკომენდაციები

რა ასაკიდან იწყება მზადება სქესობრივი ცხოვრებისთვის. რა რისკის ქვეშ აყენებს ქალბატონის ჯანმრთელობას გვიან დაწყებული სქესობრივი ცხოვრება. რის მიხედვით განისაზღვრება საუკეთესო ასაკი ორსულობისთვის. რატომ არის საგანგაშო ჭარბი წონა ქალის რეპროდუქციულ ჯანმრთელობისთვის და რა პროდუქტებზე უნდა ვთქვათ სამუდამოდ უარი – ამ და სხვა საინტერესო თემებზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ გინეკოლოგმა, მედიცინის დოქტორმა, პროფესორმა, საქართველოს კოლპოსკოპიის ფედერაციის პრეზიდენტმა, მადონა ჯუღელმა ისაუბრა. ქალბატონი […]

Read More

მადონა ჯუღელი მსოფლიოს წამყვან გინეკოლოგთა კონფერენციას დაესწრო

საქართველოს კოლპოსკოპიის ფედერაციის პრეზიდენტი, ექიმი-გინეკოლოგი მადონა ჯუღელი გერმანიაში Alpen Pharma Group-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდა. კონფერენციაზე მსოფლიო მასშტაბით წამყვანი გინეკოლოგები მიიწვიეს. კონფერენციის მთავარი თემატიკა თანამედროვე გინეკოლოგიის გამოწვევები და პრობლემები გახლდათ. მადონა ჯუღელი, როგორც საერთაშორისო გამოცდილების გინეკოლოგი, აღნიშნულ კონფერენციაში აქტიურად იყო ჩართული. ​სამეცნიერო სემინარებისა და პრაქტიკული მაგალითების განხილვის ფონზე ექიმებმა ერთმანეთს საკუთარი ქვეყნის გამოცდილებაც გაუზიარეს […]

Read More

მადონა ჯუღელის რჩევები – რატომ კოლპოსკოპია

საშვილოსნოს ყელის დროული და ხშირი დიაგნოსტიკა ქალების ჯანმრთელობის ერთ-ერთი მთავარი გარანტია. დღევანდელ რეალობაში, სტრესული გარემოს ფონზე, მნიშვნელოვანია ქალები მუდმივად აკონტროლებდნენ პირად ჯანმრთელობას და ამით, ჯანსაღ მომავალს იქმნიდნენ. პაციენტებმა ხშირად არ იციან, რა მეთოდს მიმართონ და როგორ დაიცვან საკუთარი ჯანმრთელობა. პირველ რიგში მნიშვნელოვანია, მათ თავადვე ჰქონდეთ ინფორმაცია პროცედურების შესახებ და ისე გააკეთონ სწორი არჩევანი – რომელ ექიმს […]

Read More

მადონა ჯუღელი – რა სიხშირით არის საჭირო ვიზიტი გინეკოლოგთან

ვიზიტი გინეკოლოგთან ხშირად ისმის კითხვა, თუ რამდენ ხანში ერთხელ უნდა ეწვიოს ქალბატონი გინეკოლოგს. ქალმა მდგომარეობა წელიწადში ერთხელ უნდა შეიმოწმოს. გასინჯვაში შედის პაპ ტესტი, (პაპ ტესტის აღება კი, მდგომარეობიდან გამომდიბარე: წინა პაპ ტესტი, ატიპიაა თუ მაღალონკოგენური პაპულომა ვირუსით ინფიცირება, როგორც კოტესტი) მცირე მენჯის ულტრაბგერითი კვლევა და ექიმთან კონსულტაცია. აღსანიშნავია ისიც, რომ სკრინინგულად ჩატარებული პაპტესტი პაციენტის ჯანმრთელობაზე […]

Read More

ქალი და ორსულობა – მადონა ჯუღელის რჩევები

ქალი და ორსულობა ორსულობის დროს უდიდესი მნიშვნელობა კვებასა და ძილის რეჟიმის დაცვას ენიჭება. ფეხმძიმობისას ქალები მარტივ ნახშირწყლებს უნდა მოერიდონ და საკვები რეჟიმული კვებით (3 საათში ერთხელ) ინტერვალებით მიიღონ, ვინაიდან ამ გზით ნივთიერებათა ცვლა წესრიგდება. ორსულობისას რეკომენდებულია უარის თქმა შაქარსა და თეთრი პურის ნაწარმზე. ყოველდღიურ რაციონში უნდა შედიოდის ცილა (მცენარეული და ცხოველური), ხორცი, რძის პროდუქცი, ხილი […]

Read More

მადონა ჯუღელი ჯანდაცვის საერთაშორისო კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდა​

​მადონა ჯუღელი ჯანდაცვის საერთაშორისო კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდა. სამეცნიერო კონფერენცია “ქართულ-ინტერნაციონალური სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოციაცია Gimpha”-სა და “სამედიცინო კორპორაცია ევექსის” ეგიდით გაიმართა. მადონა ჯუღელი კონფერენციაზე ერთადერთი ქართველი მონაწილე იყო, რომელიც გინეკოლოგიის სესიაზე მოხსენებით გამოვიდა. მოხსენების თემა შეეხებოდა, საქართველოში განხორციელებულ მაღალტექნოლოგიურ და ინტელექტუალურ კონტრიბუციას საშვილოსნოს ყელის, საშოსა და ვულვის დაავადებათა მართვასა და დიაგნოსტიკაში. ​მადონა ჯუღელმა მოხსენებაში გინეკოლოგიურ […]

Read More

მადონა ჯუღელის რჩევები – სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები

სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციათა რიცხვს (სგგი) მიეკუთვნება ისეთი ინფექციები, რომელთა გადაცემაც უპირატესად სქესობრივი კონტაქტით ხდება. ამჟამად ცნობილია 30-ზე მეტი სგგი. მათ შორის ყველაზე მეტად გავრცელებულია ტრიქომონიაზი, ქლამიდიოზი, სიფილისი, გონორეა, ჰერპესი, B და C ჰეპატიტი და შიდსი. დაავადებათა გადაცემის პირობაა ყველა სახის სქესობრივი კონტაქტი. ასევე, შესაძლებელია ადამიანი საყოფაცხოვრებო გზით (მაგ. დაინფიცირებულის თეთრეულის, პირსახოცის გამოყენებით) დაინფიცირდეს, თუმცა […]

Read More

რა უნდა გაითვალისწინოს ქალმა​ ​სქესობრივი ცხოვრების დაწყების დროს

მადონა ჯუღელი: “​ყველაფერს თავისი ასაკი აქვს და არ ვამბობ, რომ ქალმა სქესობრივი ცხოვრება 40 წლის ასაკში უნდა დაიწყოს. არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ სექსი მხოლოდ ცხოველური ინსტინქტების დასაკმაყოფილებლად არის საჭირო. ჩვენ ხომ არ ვართ ცხოველები. სქესობრივი ცხოვრება, რომელსაც საფუძვლად არც ერთმანეთის პატივისცემა უდევს და არც სიყვარული, ფსიქოლოგიურ პრობლემებს ავითარებს. დღეს სამაგალითო ევროპაში ძალიან ხშირია სუიციდები და […]

Read More

სქესობრივი ცხოვრება და ჰიგიენა – რჩევები ქალბატონებისათვის

„ჩემთან ხშირად მოდიან ქალბატონები, რომლებიც მეუბნებიან, მაქვს სოკო და ვმკურნალობო. სოკო ქალის საშოს ფლორის წარმომადგენელია, თუმცა ის არ უნდა იყოს დიდი რაოდენობით, როდის ჩნდება დიდი რაოდენობით? როდესაც არასწორად ვიკვებებით ( მაგ. ტკბილეული დიდი რაოდენობით ), ვსვამთ ანტიბიოტიკებს, ვიტარებთ გაურკვეველ გამორეცხვებს. ჩვენი მიკროფლორა „ზოოპარკია“, სადაც ლომიც არის და ვეფხვიც, და არ შეიძლება, რომ ეს გარემო სტერილური […]

Read More

გადადით ფორუმის გვერდზე და დაუსვით მადონა ჯუღელს თქვენთვის საინტერესო კითხვა.

ფორუმი

მადონა ჯუღელი

დაბადების თარიღი:

10.02.1965

სპეციალობა: ექიმი-გინეკოლოგი

აკადემიური ხარისხი: მედიცინის აკადემიური დოქტორი

საქართველოს კოლპოსკოპიის ფედერაციის პრეზიდენტი

სამუშაო ადგილი/თანამდებობა:
სამედიცინო კორპორაცია ევექსი, საშვილოსნოს ყელის დაავადებათა პრევენციისა და მკურნალობის მიმართულების უფროსი.

განათლება:

2012 წ. – სახელმწიფო სერტიფიკატი რეპროდუქტოლოგია, მეან-გინეკოლოგია
2008 წ. – მედიცინის აკადემიური დოქტორის ხარისხი;
2002 წ. – სახელმწიფო სერტიფიკატი რეპროდუქტოლოგია, მეან-გინეკოლოგია;
1995 წ .- ქ. უფსალას საუნივერსიტეტო კლინიკის რეპროდუქტოლოგიის განყოფილება, შვედეთი;
1992 – 1995 წ.წ. – ქ. უმეოს საუნივერსიტეტო კლინიკა, შვედეთი დიპლომისშემდგომი განათლება;
1984 – 1990 წ.წ. – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი.

სამუშაო გამოცდილება:

2016 წ. 5 დეკემბრიდან – დღემდე – სამედიცინო კორპორაცია ევექსი, საშვილოსნოს ყელის დაავადებათა პრევენციისა და მკურნალობის მიმართულების უფროსი.
2014-2016 წ.წ. – ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ვაკის ფილიალის დირექტორი სამედიცინო დარგში;
2011 – 2013 წ.წ. – სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბი სი აი“;
2010 წ. – დღემდე – საქართველოს კოლპოსკოპიის ასოციაციის პრეზიდენტი;
2010 წ. – 2012 წ.წ. – სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგი“;
2010 – დღემდე – საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის მსოფლიო კვირეულის აქტიური მონაწილე (კვირეულის ფარგლებში, საქართველოს კოლპოსკოპიის ფედერაციის ეგიდით, წლების განმავლობაში უფასოდ ისინჯება ასობით ქალბატონი როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან);
2008 წ. – დღემდე – საშვილოსნოს ყელის კიბოსა და ძუძუს კიბოს პრევენციის ეროვნული სკრინინგ პროგრამის მონაწილე, კოლპოსკოპისტი;
2007 – 2014 წ.წ. – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი, კოლპოსკოპიის სასწავლო კურსის ლექტორი;
2006 – 2014 წ.წ. – კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი;
2005 წ. – დღემდე – დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი
2003 – 2004 წ.წ. – სამედიცინო ცენტრი „ციტო“;
1996 – 2007 წ.წ. – ი. ჟორდანიას სახელობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი, კოლპოსკოპიის სასწავლო კურსის ლექტორი;
1991 – 2006 წ.წ. – ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი.

გადმოწერე ჩემი CVგადმოწერე CV

ტელეფონი

599 10 73 14

სამუშაო ადგილი

Caraps Medline

მისამართი:

Lubliana 48 str.

  • მადონა ჯუღელი
    მადონა ჯუღელი