საშვილოსნოს ყელის ინტრაეპითელური ნეოპლაზია

21st November 2017

საშვილოსნოს ყელის ნეოპლაზია (CIN — Cervical Intraepithelial neoplasia) – საშვილოსნოს ყელზე არატიპიური უჯრედების არსებობაა. დაავადებას არ ახასიათებს სიმპტომატიკა, თუმცა წარმოადგენს პოტენციურად საშიშ მდგომარეობას, რადგანაც პროგრესირების შემთხვევაში მოსალოდნელია საშვილოსნოს ყელის კიბოს ჩამოყალიბება. თავის მხრივ საშვილოსნოს ყელის კიბო ქალებში სიკვდილიანოს მხრივ მეორე დაავადებაა (Nicol AF et al 2005; Marshall K 2003; Rock CL et al 2000).

1941 წელს პაპ-ტესტის  (პაპა ნიკოლაუს ტესტი) გამოგონების შემდეგ საშილოსნოს ყელით სიკვდილობის მაჩვენებელი ერთბაშად მნიშნელოვნად შემცირდა და მერე შემდგომ დადგა პლატოს ფაზა –  ამ ტესტის ეფექტურობა გარკვეულ პროცენტულობაზე ამოიწურა და დღესდღეობით მარტო პაპ ტესტზე დაყრდნობით რთულია რაიმეს პროგნოზირება. ამ საკითხს მოგვიანებით დეტალურად დავუბრუნდებით.

American Cancer Society’s 2002 screening guidelines რეკომენდაციით:

საშვილოსნოს ყელის ნეოპლაზიის განვითარების მიზეზები:

ეტიოლოგიური ფაქტორი საშვილოსნოს ყელის კიბოს დროს არის პაპილომავირუსით ინფიცირება და ზემოთ ჩამოთვლილი ყველა სხვა მიზეზი არის გამშვები მექანიზმი.

CIN — Cervical Intraepithelial neoplasia – საშვილოსნოს ყელის ნეოპლაზიის კლასიფიკაციაში გამოიყოფა: CIN 1, CIN 2 და CIN 3. CIN 1 ითვლება დაბალი ხარისხის დისპლაზიად, CIN 2 და CIN 3 – მაღალი ხარისხის დისპლაზიად, პრეკანცერად.

იქიდან გამომდინარე, რომ საშვილოსნოს ყელის ნეოპლაზიას არა აქვს კლინიკური ნიშნები და ქალების დიდი ნაწილი საქართველოში მხოლოდ რაიმე შემაწუხებელი სიმტომების დროს დადის გინეკოლოგთან, მისი დიაგნოსტირება ხშირად ხდება შემთხვევით.

ჩვენს რეალობაში არსებული სიტუაცია არ არის მიმართული ქალების ჯანმრთელობისკენ, ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ქალს, რომ საკუთარი თავს წელიწადში ერთხელ აჩუქონ გინეკოლოგთან ვიზიტი.

საშვილოსნოს ყელის ნეოპლაზია არ არის ადვილი სადიაგნოსტიკო იმ მარტივი ფაქტის გამო, რომ მხოლოდ უარყოფითი პაპ-ტესტი არ ნიშნავს მის არ არსებობას!!!

იმისათვის, რომ საშვილოსნოს ყელის უჯრედული შემადგნელობა შეფასდეს ჯანრთელად აუცილებელია:

GeoSexMD.com ცნობილია თავის მიუკერძოებლობით და მე, LikaMD, ვამაყობ ჩემს საიტზე გაწეული თითოელი რეკომენდაციით. ყველა ქალს, რომელსაც აქვს პრობლემა საშვილოსნოს ყელზე, სჭირდება ექსპერტ-კოლპოსკოპია და გამოცდილი თვალი, ანუ მათ სჭირდებათ მადონა ჯუღელი.

საშვილოსნოს ყელის არხი წარმოდგენილია ერთშრიანი ცილინდრული ეპითელიუმით, რომელიც მდიდარია მილისებრი ჯირკვლებით. ცერვიკალურ არხში არის საზღვარი, სადაც ბრტყელი ეპითელიუმი გადადის ცილინდრულში. საშვილოსნოს ყელის საშოსეული ნაწილი წარმოდგენილია მრავალშრიანი ბრტყელი გაურქოვანებელი ეპითელიუმით. აღსაწერად ადვილია, მაგრამ ცვლილებების დიაგნოსტირებისთვის დიდი გამოცდილებაა საჭირო.

*კოლპოსკოპიური სურათის შეფასებისა და ინტერპრეტაციისათვის მნიშვნელოვანია შემდეგი დიაგნოსტიკური კრიტერიუმები:

კოლპოსკოპისტის მთავარი მიზანია, “უმნიშვნელო” (რომელიც არ საჭიროებს ბიოფსიას) და “მნიშვნელოვანი” (რომელიც საჭიროებს ბიოფსიას) დაზიანებების დიფერენცირება.

მასალის წყარო: geosexmd.com