მადონა ჯუღელის რჩევები – სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები

16th May 2018

სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციათა რიცხვს (სგგი) მიეკუთვნება ისეთი ინფექციები, რომელთა გადაცემაც უპირატესად სქესობრივი კონტაქტით ხდება. ამჟამად ცნობილია 30-ზე მეტი სგგი. მათ შორის ყველაზე მეტად გავრცელებულია ტრიქომონიაზი, ქლამიდიოზი, სიფილისი, გონორეა, ჰერპესი, B და C ჰეპატიტი და შიდსი. დაავადებათა გადაცემის პირობაა ყველა სახის სქესობრივი კონტაქტი. ასევე, შესაძლებელია ადამიანი საყოფაცხოვრებო გზით (მაგ. დაინფიცირებულის თეთრეულის, პირსახოცის გამოყენებით) დაინფიცირდეს, თუმცა გადაცემის ეს გზა იშვიათია. დაავადებები დედიდან ნაყოფზე ორსულობის, მშობიარობის ან ძუძუთი კვების დროსაც გადაიცემა. სგგი-ს მიმდინარეობა ხანგრძლივი და ტალღისებურია, ხშირად გარეგნული ნიშნების გარეშე. თვითგანკურნება კი შეუძლებელია. ეს ხერხი მდგომარეობას მხოლოდ თუ გაართულებს. შესაბამისად, სპეციალიზირებული დროული მკურნალობა სხვადასხვა გართულებას (მაგ: შარდ-სასქესო სისტემის ანთებით დაავადებებს, იმპოტენციას, უშვილობას, საშვილოსნოსგარე ორსულობას და ა.შ.) გამორიცხავს.