მადონა ჯუღელი ჯანდაცვის საერთაშორისო კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდა​

21st May 2018

​მადონა ჯუღელი ჯანდაცვის საერთაშორისო კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდა. სამეცნიერო კონფერენცია “ქართულ-ინტერნაციონალური სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოციაცია Gimpha”-სა და “სამედიცინო კორპორაცია ევექსის” ეგიდით გაიმართა.

მადონა ჯუღელი კონფერენციაზე ერთადერთი ქართველი მონაწილე იყო, რომელიც გინეკოლოგიის სესიაზე მოხსენებით გამოვიდა. მოხსენების თემა შეეხებოდა, საქართველოში განხორციელებულ მაღალტექნოლოგიურ და ინტელექტუალურ კონტრიბუციას საშვილოსნოს ყელის, საშოსა და ვულვის დაავადებათა მართვასა და დიაგნოსტიკაში.

​მადონა ჯუღელმა მოხსენებაში გინეკოლოგიურ ონკო-პრევენციაში წინ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა.

მადონა ჯუღელი კონფერენციაზე – ვიდეო:

ფოტოები: