მადონა ჯუღელი – რა სიხშირით არის საჭირო ვიზიტი გინეკოლოგთან

4th June 2018

ვიზიტი გინეკოლოგთან

ხშირად ისმის კითხვა, თუ რამდენ ხანში ერთხელ უნდა ეწვიოს ქალბატონი გინეკოლოგს. ქალმა მდგომარეობა წელიწადში ერთხელ უნდა შეიმოწმოს. გასინჯვაში შედის პაპ ტესტი, (პაპ ტესტის აღება კი, მდგომარეობიდან გამომდიბარე: წინა პაპ ტესტი, ატიპიაა თუ მაღალონკოგენური პაპულომა ვირუსით ინფიცირება, როგორც კოტესტი) მცირე მენჯის ულტრაბგერითი კვლევა და ექიმთან კონსულტაცია. აღსანიშნავია ისიც, რომ სკრინინგულად ჩატარებული პაპტესტი პაციენტის ჯანმრთელობაზე სრულ ინფორმაციას არ იძლევა, ამიტომ ექიმმა უნდა შეაფასოს ინფექციის სტატუსი, ჩატარდეს ექსპერტ-კოლპოსკოპია, ულტრასონოგრაფიული გამოკვლევა და ჰორმონ-მეტაბოლური სტატუსის შეფასება. გარდა ამისა, ქალმა წელიწადში ერთხელ სარძევე ჯირკვალიც უნდა გამოიკვლიოს.