მადონა ჯუღელი რადიოლოგთა მე-5 კონგრესზე რეპროდუქციული სისტემის დაავადებათა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სესიას​ ხელმძღვანელობდა

4th May 2019

​დღეს თბილისში, Radisson Blu Iveria Hotel-ში საქართველოს რადიოლოგთა მე-5 კონგრესი გაიმართა. კონგრესის მთავარი თემა მუცლისა და მენჯის ღრუს ონკოლოგიურ დაავადებათა დიაგნოსტიკა იყო.

​კონგრესზე, რეპროდუქციული სისტემის დაავადებათა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სესიას მადონა ჯუღელი ხელმძღვანელობდა.

​მადონა ჯუღელი: „დღევანდელი კონგრესი ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი გახლდათ, რეპროდუქციული სისტემის დაავადებათა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მიმართულებით. სამეცნიერო საზოგადოებამ უდავოდ საინტერესო ნაშრომები წარმოადგინა, რაც რეგიონში მეცნიერების ამ დარგის განვითარებას უწყობს ხელს. კონგრესი უკვე მეხუთედ ჩატარდა, ეს ნიშნავს რომ პროექტი წარმატებული და შედეგის მომტანია“.